გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრობის დასასრულს 15 ევროპულ ქვეყანას ეწვევა
გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრობის დასასრულს 15 ევროპულ ქვეყანას ეწვევა
19:05 03.10.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის რანგში ამ დროისთვის ბოლო ოფიციალურ ვიზიტებს 15-მდე ევროპულ ქვეყანაში გეგმავს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს უახლოესი გეგმების შესახებ საუბრისას განუცხადა, 15-მდე ევროპული სახელმწიფოს მიწვევა აქვს და მას სურს აღნიშნული შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა კიდევ ერთხელ ესაუბროს კოლეგებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებზე.

„ეს მიწვევები ჩვენი მუშაობის შეფასებაც არის და მინდა ყველა მიწვევა გამოვიყენო და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი გაგრძელდება“ - განაცხადა ვაშაძემ.

მინისტრის ვიზიტები 7 ოქტომბრიდან დაიწყება და დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

ბეჭდვა