„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ჟურნალისტური ეთიკის დაცვისკენ მოუწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ჟურნალისტური ეთიკის დაცვისკენ მოუწოდებს
17:56 03.10.2012
გაზეთ „ასავალ-დასავალის” მიერ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სახელების, გვარებისა და საცხოვრებელი მისამართების გამოქვეყნებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ძალადობის წახალისების მცდელობად აფასებს.

„გლდანის საპყრობილესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამგვარი ქმედება გაზეთის მხრიდან ძალადობის წახალისების მცდელობად შეიძლება იქნეს განხილული და ამდენად შეუთავსებელია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებთან“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ იმგვარი მასალების გამოქვეყნებისგან, რომლებიც სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებას ემსახურება.

ბეჭდვა