ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს გენმდივნის პოსტზე 2014 წლის ივლისის ბოლომდე დარჩება
ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს გენმდივნის პოსტზე 2014 წლის ივლისის ბოლომდე დარჩება
16:44 03.10.2012
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ანდერს ფოგ რასმუსენისთვის ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე  ყოფნის ვადის ერთი წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. იუწყება „ბი-ბი-სი“.

რასმუსენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე 2014 წლის ივლისის ბოლომდე დარჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.

რასმუსენი ამ თანამდებობას ავღანეთში ნატო-ს ოპერაციის დაგეგმილ დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვებს, რაც 2014 წლის ბოლოს იგეგმება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გენერალურ მდივნებს 4 წლის ვადით და ერთი წლით უფლებამოსილებების გაგრძელების შესაძლებლობით ნიშნავს.




ბეჭდვა