საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე სამველ ბალასანიანი ეწვევა.
სტუმარს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მიიღებს . შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
სომხეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე სამველ ბალასანიანი საქართველოს დღესვე დატოვებს.
