კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი აშშ-ში, ვაშინგტონში შედგება.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხრიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო და ვაშინგტონში მისი ვიზიტი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ შედგება.
„ჩემი პირველი ვიზიტი შედგება აშშ-ში, რადგან ის არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და მთავარი მეგობარი. ვაშინგტონამდე არსად წასვლას არ ვაპირებ“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მიწვევები აქვს ევროპიდანაც.
რაც შეეხება რუსეთს, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას რუსეთიდან არც მილოცვა და არც მიწვევა არ მიუღია.
