ცესკო-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან
ცესკო-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან
15:00 03.10.2012
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სხვა დიპლომატები ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი განიხილება.

ელჩების ვიზიტთან დაკავშირებით, ცესკო-ში ჟურნალისტებთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბეჭდვა