საქართველოში ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციის თანახმად, უახლოეს მომავალში მოხდება.
ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი პოზიტიური აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები.
ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად მოხდება კონსტიტუციურად, მშვიდობიანად და დემოკრატიულად ხელისუფლების გადაცემა და ამის გარანტი პერსონალურად საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, დღეს ამერიკის ელჩთან საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ იმ ამოცანების შესასრულებლად მუშაობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიის წინაშე იქნება.
