პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ჩხოროწყუს რაიონს ესტუმრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე რაიონის მოსახლეობას შეხვდება და ჩხოროწყუში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესსაც დაათვალიერებს.
პარლამენტის სპიკერი მოსახლეობას ჩხოროწყუში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრება.
