გრიგოლ ვაშაძე ახალ მთავრობაში მუშაობას არ აპირებს
გრიგოლ ვაშაძე ახალ მთავრობაში მუშაობას არ აპირებს
13:55 03.10.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, ახალ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას არ აპირებს.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს „ნიუსპრესის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„გუშინ მე ოფიციალურად გავწევრიანდი „ნაციონალურ მოძრაობაში“. შესაბამისად, ეს არის ჩემი პასუხი“ - განაცხადა ვაშაძემ.



ბეჭდვა