ფიქრია ჩიხრაძემ გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლას ღირსეული ნაბიჯი უწოდა
ფიქრია ჩიხრაძემ გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლას ღირსეული ნაბიჯი უწოდა
13:09 03.10.2012
პარტია „ახალი მემარჯვენების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პარტიის თავმჯდომარის დავით გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლას ღირსეულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით გამყრელიძემ თავისი ნათქვამი შეასრულა.

„ეს ღირსეული პოლიტიკოსის ღირსეული ნაბიჯია. დავით გამყრელიძის მსგავსი ღირსეული პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში იშვიათია. რაც შეეხება პარტიის საქმიანობას, ჯერჯერობით ტაიმ-აუტი დაგვჭირდება“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, მას, ისევე როგორც პარტიის სხვა წევრებს, ჩამოყალიბებისა და სამომავლო სტრატეგიის შესამუშავებლად დრო სჭირდება.

„დრო გამოაჩენს, რომ „ახალი მემარჯვენეების“ კურსი და გადაგმული ნაბიჯები სწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი ამას დინების საწინააღმდეგოდ აღიქვამდა“ - აღნიშნა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი სწორი კრიტიკული ოპოზიციონერობაა.

ბეჭდვა