საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების ამ დროის მონაცემებით, უპირატესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს.
კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას” საზღვარგარეთ მცხოვრებმა 2 723-მა ამომრჩეველმა (48,71%) მისცა ხმა, ხოლო ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“ - 2 6010-მა (46,53%).
ხმების დათვლის პროცესი ცესკო-ში გრძელდება. სულ, 3 766 საარჩევნო უბანია გახსნილი.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
