ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს
ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს
11:30 03.10.2012
ევროკავშირი საქართველოსთან საერთო ინტერესების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცახდების თანახმად, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ და კონსტრუქციულმა ოპოზიციამ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის ნაბიჯები უნდა გადადგან.

ისინი ყველა პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს მოუწოდებენ, ახალ პარლამენტში საქართველოს ინტერესების დასაცავად იმუშაონ.

„ვეთანხმებით ადამიანის უფლებათა ოფისის/ODIHR არჩევნების წინასწარ შეფასებას, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესმა დემოკრატიული არჩევნების მიმართ ძირეული თავისუფლების პატივისცემა აჩვენა“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ზოგადად, საპარლამენტო არჩევნები დადებითად ჩატარდა და ამომრჩეველთა მაღალი დონის აქტივობამ საქართველოს დემოკრატიული კურსის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

„გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას საერთო ინტერესების, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში “ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

ბეჭდვა