ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 3 590 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა და ამომრჩეველთა 97%-ის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგები გამოაქვეყნა.
ამ უბნებზე ელექტორატის რაოდენობა 3 520 078 ადამიანს შეადგენს.
ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მიიღო ხმების 55%, რაც 1 154 533 ამომრჩეველს შეადგენს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ - მეტი სარგებელი ხალხს“ მოიპოვა 40,27%-ის ნდობა, რაც 845 169 ამომრჩეველია.
„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიულ გაერთიანებას“ ამ დროისთვის მიღებული აქვს ხმათა 2.04%, ხოლო „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,24%.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილი უბნების მონაცემებს, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 78,72%, და აქ უპირატესობას „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს.
კერძოდ, მას ხმა მისცა 2 723 ამომრჩეველმა (48,71%), ხოლო ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას - 2 601 (46,53%).
ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. სულ, 3 766 საარჩევნო უბანია გახსნილი.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
