ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR) და მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „გადაარჩინე სიცოცხლიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR) საერთაშორისო დამკვირვებლები - ამერიკიდან, ინგლისიდან და კანადიდან საზოგადოებას თავიანთ დასკვნას გააცნობენ.
მოძრაობის ინფორმაციით, პრესკონფერენციის მონაწილეები ასევე, „გადაარჩინე სიცოცხლის“ დამკვირვებლებიც იქნებიან, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებს შეაფასებენ.
