საარჩევნო უბნების 94,05%-ის მონაცემები უკვე დათვლილია
საარჩევნო უბნების 94,05%-ის მონაცემები უკვე დათვლილია
00:13 03.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი 3 766 უბნიდან 3 542 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა, რაც საარჩევნო უბნების 94,05%-ს შეადგენს. 

ცესკო-ს მონაცემებით, პროპორციული სიით, კოალიცია „ქართული ოცნება” ხმათა 55,08%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა” მეორე ადგილზეა ხმათა 40,14%-ით.

ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” შედეგი პროპორციული სიით 2,04%-ია, „ლეიბორისტული პარტიის” - 1,25%, „ახალი მემარჯვენეების“ – 0,43%.

ბეჭდვა