„ნაციონალური მოძრაობა” 37 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს
„ნაციონალური მოძრაობა” 37 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს
21:16 02.10.2012
საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის მიხედვით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობა” 37 კანდიდატით ლიდერობს.

„ქართული ოცნების” კანდიდატები 35 საარჩევნო ოლქში იმარჯვებენ.

ამასთან, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში არსებული ვითარება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დიდუბეში „ქართული ოცნების” კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე ხმების 74,5%-ით არჩევნებს იგებს.

ჯერჯერობით, უცნობია ასპინძის ოლქის საარჩევნო უბნების მონაცემები.

ბეჭდვა