ცესკო პარტიებს მოუწოდებს, სადავო საკითხების გადასაწყვეტად, კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ
ცესკო პარტიებს მოუწოდებს, სადავო საკითხების გადასაწყვეტად, კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ
20:23 02.10.2012
ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, თერჯოლაში, მარნეულში, მარტვილსა და თეთრიწყაროში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, უბნებზე ზეწოლა ხორციელდება.

ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა სადავო საკითხების გადასაწყვეტად, კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.

„თერჯოლაში, მარნეულში, მარტვილსა და თეთრიწყაროს ოლქებში ხორციელდება ზეწოლა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სადავო საკითხების გადასაწყვეტად არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან” - განაცხადა აზარაშვილმა.

ბეჭდვა