ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება და „გადაარჩინე სიცოცხლე“ საპარლამენტო არჩევნებს შეაჯამებენ
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება და „გადაარჩინე სიცოცხლე“ საპარლამენტო არჩევნებს შეაჯამებენ
19:51 02.10.2012
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR) და მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „გადაარჩინე სიცოცხლიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR) საერთაშორისო დამკვირვებლები - ამერიკიდან, ინგლისიდან და კანადიდან საზოგადოებას თავის დასკვნას გააცნობენ.

მოძრაობის ინფორმაციით, პრესკონფერენციის მონაწილეები „გადაარჩინე სიცოცხლის“ დამკვირვებლებიც იქნებიან, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნებს შეაფასებენ.



ბეჭდვა