კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა, უკვე ოპოზიციაში გადასულ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა შეინარჩუნოს,
თუმცა, მიაჩნია, რომ ამას თავად სააკაშვილი ვერ შეძლებს.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ოპონენტებთან ურთიერთობა არ შეუძლია, რადგან ის განსხავებულ აზრს ვერ იტანს.
ამის დასტურად კოალიციის ლიდერმა პარლამენტის წინაშე სააკაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა გაიხსენა, როდესაც კრიტიკით გაღიზიანებული პრეზიდენტი ოპონენტს „გვერდების დაზელით“ დაემუქრა.
„ღმერთმა შეაძლებინოს. ჩვენ არა გვაქვს პრობლემა, შევძლებთ მათთან ერთად მუშაობას“-აღნიშნა ივანშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კოალიციას ძალიან უღირსად ექცეოდა, ის პოლიტიკურ რევანშზე არ ფიქრობს.
