ზაზა გაბუნია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს
ზაზა გაბუნია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს
19:26 02.10.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კოალიცია „ქართულ  ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

გაბუნიამ გამარჯვება კოალიციიდან კრწანისის ოლქში თავის კონკურენტს შოთა ხაბარელსაც მიულოცა.

„აღსანიშნავია, მისასალმებელი და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეძლო“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გაბუნია იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრეცედენტი საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად მყარი წინაპირობა გახდება, რომლითაც საბოლოო ჯამში საქართველოს თითოეული მოქალაქე დარჩება მოგებული.



ბეჭდვა