ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების
შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
როგორც NDI-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება არჩევნების მიმდინარეობამ მოახდინა.
მათი განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნების პროცესის სათანადო პირობებში წარმართვა უზრუნველყო.
„საქართველოში ამომრჩეველთა დიდი აქტივობა დაფიქსირდა. ყველაფერმა მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეები გამოხატავდნენ, რომ მათ დემოკრატიული მთავრობა სურთ“ - განაცხადა ნავარომ.
მისივე თქმით, დამკვირვებელთა სიმრავლემ ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა განაპირობა და არჩევნებისადმი რწმენა გაზარდა.
