პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას” ხმათა 54,1% აქვს
პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას” ხმათა 54,1% აქვს
18:42 02.10.2012
პროპორციული სიით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით „ქართული ოცნება” 54,1%-ით ისევ ლიდერობს.

ხმათა 41,03% აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” - 2,08%, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას” - 1,29%.

ამ დროისთვის, 3 766 უბნიდან სულ დათვლილია 1 804 უბანზე დაფიქსირებული ხმები.

დათვლილი უბნები ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48%-ს მოიცავს.

ბეჭდვა