ივანიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში ისედაც ბევრი სარჩელი შევა
ივანიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში ისედაც ბევრი სარჩელი შევა
18:23 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველა ჩინოვნიკი, ვისაც სისხლის სამართლის  დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება.

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალიას, როგორც ივანიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი დასჯის მოთხოვნით ქუჩაში ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა.

ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ შს ყოფილ მინისტრს, რომელიც უფრო ადრე სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, „იმდენი კაცი ჰყავს გამწარებული“, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში ისედაც ბევრი სარჩელი შევა.

„ხელისუფლების მოხელეებისგან გამწარებულია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩვენი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს იმისთვის, რომ სამართალი აღდგეს“ - აღნიშნა მან.



ბეჭდვა