ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სერგო ქიტიაშვილი ლიდერობს
ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სერგო ქიტიაშვილი ლიდერობს
18:02 02.10.2012
ცესკო-ს ამჟამინდელი მონაცემებით, ქარელის მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების” კანდიდატი ლერი ხაბელოვი 52,74%-ით  ლიდერობს. „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ილია ბურჯანაძეს ხმათა 37,54% აქვს, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს დათო ვარძელაშვილს - 5,26%.

ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს სერგო ქიტიაშვილს 47,21%-იანი უპიტარესობა აქვს, ხოლო „ქართული ოცნების” კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა ხმათა 43,99% მიიღო.

გორის მაჟორიტარულ ოლქში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების” კანდიდატი მალხაზ ვახტანგიშვილი 48,25%-ით ლიდერობს, მას მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი ტატიშვილი 46,57%-ით.

რაც შეეხება კასპს, წინასწარი მონაცემებით, კასპში „ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ონოფრიშვილმა ხმათა 54,61% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა კახაბერ ხაჩირაშვილმა 40,58%.

ბეჭდვა