ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას საპატიმროებიდან ციხის ადმინისტრაციის გამოყვანას სთხოვს
ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას საპატიმროებიდან ციხის ადმინისტრაციის გამოყვანას სთხოვს
17:57 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან   ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გამოიყვანოს, რომელიც ძალადობაში მონაწილეობდა.

როგორც ივანიშვილმა დღეს მედიას განუცხადა, ციხეების ადმინისტრაცია დროებით კვლავ საპატრულო პოლიციამ უნდა ჩაანაცვლოს, რათა პატიმრები ძალადობისგან დაცულები იყვნენ.

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სასჯელს ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იხდის და ხელისუფლებას მსგავს საქმეებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების გადახედვისკენ მოუწოდებს.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, პატიმრობაში იმყოფება მისი უახლოესი თანაგუნდელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. ივანიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს კანონიერი გზებით, იგი ციხიდან გაათავისუფლოს.


ბეჭდვა