კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დამკვირვებლების მიერ საოლქო კომისიებიდან მიღებული ოქმების შედეგების დათვლის
თანახმად, 36 მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი მელაშვილმა განუცხადა.
როგორც მელაშვილი აღნიშნავს, ამავე მონაცემების საფუძველზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 26 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს.
მისივე თქმით, ჯერ 11ოლქის შედეგები მიღებული არ არის.
ირაკლი მელაშვილმა ხაშურის საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის, რაც ხაშურში მოხდა, ყოვლად დაუშვებელი იყო.
მისივე თქმით, არავის, მითუმეტეს სპეცრაზმელებს არ აქვთ უფლება საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები ტომრებით გაიტანონ. აღნიშნული ფაქტი არა დარღვევა, არამედ დანაშაულია, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.
მელაშვილის განცხადებით, ამაზე რეაქცია უნდა ჰქონოდათ შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკუროს, თუმცა, ასე არ მოხდა.
