„ქართული ოცნება” მაჟორიტარულ ოლქებში 38 კანდიდატით ლიდერობს
„ქართული ოცნება” მაჟორიტარულ ოლქებში 38 კანდიდატით ლიდერობს
17:41 02.10.2012
მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნება” 38 კანდიდატით ლიდერობს. ცესკოს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური   მოძრაობის” კანდიდატებს 34 ოლქში აქვთ უპირატესობა. ამასთან, თბილისში დიდუბის ოლქის შედეგი ჯერაც არ არის ცნობილი.

პროპორციული სიით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას” ხმათა 53,15% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას” 41,6%, ხოლო „ქრისტიან-დემოკარტიულ მოძრაობას” 2,31%.

სულ, 3766 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილია 1 324 უბნის ხმები.

ბეჭდვა