ივანიშვილი - ვერც მერაბიშვილი და ვერც სხვა მინისტრები თანამდებობას ვერ შეინარჩუნებენ
ივანიშვილი - ვერც მერაბიშვილი და ვერც სხვა მინისტრები თანამდებობას ვერ შეინარჩუნებენ
17:17 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ვერც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ვერც სხვა მინისტრები, ახალ მთავრობაში თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ.

ამის შესახებ ივანიშვილმა ქართულ და უცხოურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მინისტრები, სავარაუდოდ, მოადგილეებიანად ივანიშვილის გუნდის წევრები ვერ გახდებიან.

მიუხედავად ამისა, კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აპირებს, თუმცა, დადგება ყველას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

კოალიციის ლიდერის თქმით, ადგილს ყველა პროფესიონალი კადრი შეინარჩუნებს, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები და ძალოვან უწყებათა წარმომადგენლები, ასევე, საჯარო მოხელეები.

ბეჭდვა