ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 33 მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება” ლიდერობს
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 33 მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება” ლიდერობს
16:31 02.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 33 მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება” ლიდერობს.

29 ოლქში ლიდერობენ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები, ხოლო 10 მაჟორიტარულ ოლქში - დიდუბეში, კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში, ადიგენში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ბათუმსა და ქობულეთში ლიდერები ჯერ კიდევ არ გამოვლენილან.

აღნიშნულ ოლქებზე ცესკო-ს ვებ-გვერდზე ინფორმაცია ჯერჯერობით განთავსებული არ არის.

რაც შეეხება პროპორციული სიას, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება” ხმათა 53,11%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას” ხმათა 41,57% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” - 2,38%, „ლეიბორისტულ პარტიას” - 1,33%, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს” - 0,52%.



ბეჭდვა