ცენტრალური საარჩვენო კომისიის შენობასთან კოალიცია „ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცესკო-სგან „ქართული ოცნების” გამარჯვების დროულად გაფორმებას მოითხოვენ.
„ჩვენ მოვითხოვთ ცესკომ დროულად გააფორმოს რეალური შედეგი. კიბერშეტევაზე ზღაპრები კი, ერთმანეთს მოუყვნენ” - განუცხდა „ნიუსპრესს” კოალიციის მხარდამჭერმა დავით მაღრაძემ.
აქციას „ქართული ოცნების” კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელიც შეუერთდა და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა.
„ეს მთელი ერის გამარჯვებაა, რისი დასტურიცაა ის, რომ პრეზიდენტი გადავიდა ოპოზიციაში. ამასთან, პროტესტს ვაცხადებთ რამდენიმე მაჟორიტარულ უბანზე პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი შეცვლიან პოზიციას და ყველაფერი კარგად იქნება” - განუცხადა „ნიუსპრესს” ხაბარელმა.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას” პრობლემები ექმნება ხაშურის, ბათუმისა და დედოფლისწაყოს უბნებზე, ხოლო ზუგდიდში იმის გამო, რომ ირაკლი ალასანია იგებდა, გაყალბებას აქვს ადგილი.
ხაბარელის თქმით, ცესკო-სთან აქციაზე მისვლას „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც გეგმავდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, სიტუაცია შედარებით განიმუხტა.
