გორის საარჩევნო ოლქში ორი უბანი დალუქულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იქ არსებული დარღვევების გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.
ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, დალუქულია გორის მე-4-ე და მე-9-ე უბნები, ხოლო გადაწყვეტილება გამოძიების შემდეგ იქნება მიღებული.
როგორც მან აღნიშნა, გორის რამდენიმე ოლქში ასევე მიმდინარეობს დათვლის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
