პროპორციული სიით ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით კოალიცია „ქართული ოცნება” 53,11%-ით ლიდერობს.
„ნაციონალურ მოძრაობას” ხმათა 41,57% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” - 2,38%, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას” - 1,33%.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე დათვლილია 1 096 საარჩევნო უბნის ხმები.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ბაზაში მაჟორიტარული ოქმების მონაცემების შეყვანა მიმდინარეობს.
მაჟორიტარებთან დაკავშირებით, აზარაშვილმა წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
