სააკაშვილი - ჩემთვის ფუნდამეტურად მიუღებელი იყო და არის „ქართული ოცნების“ შეხედულებები
სააკაშვილი - ჩემთვის ფუნდამეტურად მიუღებელი იყო და არის „ქართული ოცნების“ შეხედულებები
14:23 02.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი ყველანაირად შეუწყობს ხელს ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების პროცესს.

როგორც მან რამდენიმე წუთის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ არჩევნებში უპირატესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

„ეს ნიშნავს, იმას რომ საპარლამეტნო უმრავლესობამ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით გასაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პარლამენტის მუშაობის დაწყების პროცესს და იმას, რომ პარლამენტმა შეძლოს თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება“ - განაცხადა მან.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისთვის ფუნდამეტურად მიუღებელი იყო და არის კოალიცია „ქართული ოცნების“ შეხედულებები.

„ჩვენს შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები და მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები უკიდურესად მცდარია, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბეჭდვა