„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის
14:10 02.10.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნული პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „ვარდების რევოლუციის“ ბოლო 8 წლის მონაპოვარი საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო მსოფლიოსთვის ძალიან საკვანძო ქვეყნად. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვარს, უახლოეს თვეებში ან წლებში, მათი მოსპობა შეუძლებელია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და ბოლო წლებში შექმნილის მაქსიმალურად დაცვისა და მომავლი თაობებისთვის შენახვის მიზნით.


ბეჭდვა