ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატი ზურაბ აბაშიძე 68,15%-ით ლიდერობს.
„ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მიხეილ მაჭავარიანს 26,95% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს მაგდა ანიკაშვილს - 3,25%, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს გიორგი ბიჭაშვილს 0 1,24%.
აღნიშნული შედეგები მიღებულია 7 უბანზე ხმების დათვლის შედეგად.
ცნობილი გახდა არჩევნების წინასწარი შედეგები სენაკის ოლქშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გურამ მისაბიშვილი 52,7%-ით ლიდერობს, ”ქართული ოცნების” კანდიდატს გურამ ოდიშარიას 40,71% აქვს, ხოლო „ქრისტიან-დემოკარტიული მოძრაობის” კანდიდატს დინარა ხუხუას 3,59%.
მონაცემები მიღებულია 12 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შედეგად.
