ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჩუღურეთის ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე 67,38%-ით ლიდერობს.
„ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ანდრო ალავიძეს 29,01% აქვს, „ლეიბორისტული პარტიიდან“ იოსებ სამხარაძეს 1,07%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს კახა ბასილიას - 1,29%
აღნიშნული მონაცემები ჩუღურეთში 12 საარჩევნო უბანზე დათვლილი ხმების შედეგია.
