ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით, იმერეთის შვიდ ოლქში ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი
- ქართული ოცნება“ იმარჯვებს, ხუთში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.
ხარაგაულში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნოდარ ებანოიძემ ამომრჩეველთა ხმების 53,13% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდტმა მამუკა ჭყოიძემ - 40,63 %.
თერჯოლაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე 62,06%-ით ლიდერობს.
„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ ხმების 35,62 % მოაგროვა.
საჩხერეში „ბიძინა ივანიშვილი - ქართულმა ოცნების“ კანდიდატმა მანანა კობახიძემ ხმების 94,71% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ - 5,12 %.
ზესტაფონში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ქავთარაძეს ხმების 64,79% აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზურაბ ბუცხრიკიძეს -29,62 %.
ბაღდათში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თემურ კოხოძემ 48,54% მიიღო, „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ კანდიდტმა არჩილ კბილაშვილმა 47,08 %.
ვანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პაატა ლეჟავა 89,66 %-ით ლიდერობს. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს გოდერძი ტყეშელაშვილს კი - 8,94 % აქვს.
სამტრედიაში „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახი კალაძემ 55,92% დააგროვა, მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხმების 40,92 % მიიღო.
ხონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით ჭავჭანიძეს 64,89%, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნიკოლოზ სანოძეს 27,13 %.
ჭიათურაში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა ხმების 75,02% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა პროკოფ ჩიკვილაძემ 22,64 %.
ტყიბულში „ბიძინა ივანიშვილი - ქართულმა ოცნების“ კანდიდატს ელისო ჩაფიძეს მხარი ამომრჩეველთა 49,68 %-მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პავლე კუბლაშვილს ხმა 48,36 %-მა მისცა.
წყალტუბოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ ხმების 51,42 % მიიღო, ხოლო პაატა ზაქარეიშვილმა 41,06 %.
ქუთაისში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ ხმების 54,08% დააგროვა, ხოლო გიორგი თევდორაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - 35, 81%.
ესაა ცესკო-ს წინასაწარი მონაცემები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს. ამ დროისთვის 3 766-დან 948 უბანია დათვლილი.
