„ქართული დასი“ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს
„ქართული დასი“ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს
12:50 02.10.2012
პარტია „ქართული დასი“ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

როგორც „ქართული დასის“ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში წარმატებას უსურვებენ.

ასევე, „ქართული დასი“ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპორციულ და მაჟორიტარულ ოლქებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს და ურჩევს ქვეყანაში სიტუაცია ხელოვნურად არ დაძაბოს.


ბეჭდვა