„ახალი თაობა-ახალი ინიციატივას“ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ 55,23%-ით ლიდერობს
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივას“ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ 55,23%-ით ლიდერობს
12:41 02.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივას“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო  არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნება“ 55,23%-ით ლიდერობს.

ორგანიზაციამ პარალელურად 500 უბნის ხმები დათვალა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა ხმების 39,55% აქვს.

„ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ მონაცემებით, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმების 1,95%, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 1,25%, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს“ – 0,42% აქვს.

ორგანიზაციის 1 200-მა დამკვირვებელმა ხმების პარალელური დათვლა 500 უბანზე შემთხვევით შერჩევის პრინციპით განახორციელა.

ბეჭდვა