12:20 საათის მონაცემებით, 29 ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ
12:20 საათის მონაცემებით, 29 ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ
12:39 02.10.2012
77 საარჩევნო ოლქიდან, ცესკო-ს მონაცემებით, 29 ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარები 28 საარჩევნო ოლქში იმარჯვებენ.

ჯერ კიდევ არ დათვლილა მონაცემები თბილისის სამ ოლქში - სამგორში ჩუღურეთსა და დიდუბეში.

ჯერ უცნობია რეგიონების 11 ოლქის წინასწარი მონაცემებიც და უცნობია ვინ ლიდერობს ოლქებში - მცხეთაში, კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში, ადიგენში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, სენაკში, ბათუმსა და ქობულეთში.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში უბნების გარკვეული ნაწილი უკვე დათვლილია.

თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნება” იგებს.

ბეჭდვა