ქვემო ქართლში მაჟორიტარულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს
ქვემო ქართლში მაჟორიტარულ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს
12:27 02.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარული წესით საპარლამენტო არჩევნებში, ქვემო ქართლის რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

რუსთავში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა ამომრჩეველთა ხმების 55,28% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 39,9%.

გარდაბანში „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ კანდიდატს მამუკა არეშიძეს მხარი ამომრჩეველთა 61,98%-მა დაუჭირა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ფეიქრიშვილმა 34,18% მოაგროვა.

მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აზერ სულეიმანოვი 72,26 %-ით ლიდერობს, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს მახირ დარზიევს 22,36 % ერგო.

ბოლნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა ნაყოფიამ ხმების 73,45%, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა დარეჯან ჩხეტიანმა 20,34 % მოაგროვა.

დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ოქრიაშვილი დიდი უპირატესობით 90,98%-ით ლიდერობს. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს პაატა ხიზანიშვილს 6,91% აქვს.

წალკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს რევაზ შავლოხაშვილს 66,33% ერგო, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების კანდიდატს აიკ მელტონიანს ამომრჩეველთა 22,59%-მა დაუჭირა მხარი.

თეთრიწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით ბეჟუაშვილს 47,89% აქვს, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს შალვა ხაჭაპურიძეს 46,49 % ერგო.




ბეჭდვა