12:00 საათის მონაცემებით, „ქართული ოცნება” 53,02%-ით ლიდერობს, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” 41,75% აქვს
12:00 საათის მონაცემებით, „ქართული ოცნება” 53,02%-ით ლიდერობს, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” 41,75% აქვს
12:14 02.10.2012
ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის, 3 766 უბნიდან დათვლილია 912 უბანი. ამ დროისთვის, კოალიცია „ქართული ოცნება” 53,02%-ით ლიდერობს, „ნაციონალურ მოძრაობას” 41,75% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” – 2,27%, „ლეიბორისტულ პარტიას” – 1,32%.

ჯერ კიდევ არ დათვლილა მონაცემები თბილისის სამ ოლქში, ხოლო რეგიონებში - 11 ოლქში.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში უბნების გარკვეული ნაწილი უკვე დათვლილია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, 27 ოლქში კი - „ნაციონალური მოძრაობის”.

ბეჭდვა