ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ - 53, 37%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ 41,61%, აქვს
ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ - 53, 37%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ 41,61%, აქვს
09:33 02.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ - 53, 37%, ხოლო  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ ხმების 41,61%, აქვს.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებს, მათ ბარიერი არ გადაულახავთ.

ამ დროისთვის ცესკო-ს 3 766 უბნიდან 522 უბანი ანუ ხმების 13, 86% აქვს დათვლილი.

ცესკო არჩევნების საბოლოო მონაცემებს 18 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა