პლურალიზმის ცენტრების ქსელი არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს წარადგენს
პლურალიზმის ცენტრების ქსელი არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს წარადგენს
09:06 02.10.2012
პლურალიზმის ცენტრების ქსელი დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე დასკვნას წარადგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ პლურალიზმის ცენტრების ქსელიდან აცნობეს, აღნიშნულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნიდან 80 დამკვირვებელი მუშაობდა.

პლურალიზმის ცენტრების ქსელის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ საკუთარი დამკვირვებლები საქართველოს 7 ქალაქსა და რაიონში მიავლინა და მონიტორინგი 100-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ჩაატარა.

დაკვირვების წინასწარ შედეგებს პლურალიზმის ცენტრების ქსელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარადგენს.





ბეჭდვა