ხარატიშვილი ხაშურის ორ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას პროგნოზირებს
ხარატიშვილი ხაშურის ორ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას პროგნოზირებს
04:31 02.10.2012
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ხაშურში შესაძლოა არჩევნების შედეგები დაახლოებით ორ უბანზე გაუქმდეს.
როგორც ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ხაშურის უბნებზე და რამ გამოიწვია ვითარების დაძაბვა მას არ აქვს.
მისი თქმით, შესაძლოა კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს მე-3 და მე-10 უბნებზე.
ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით ხაშურში ვითარება ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაიძაბა, როდესაც, რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.


ბეჭდვა