ცესკოს მიერ დათვლილი 198 უბნიდან ”ქართული ოცნება” 51,6%-ით ლიდერობს
ცესკოს მიერ დათვლილი 198 უბნიდან ”ქართული ოცნება” 51,6%-ით ლიდერობს
04:10 02.10.2012
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების თანახმად, დათვლილი უბნების მიხედვით, 51,62 %-ით ”ქართული ოცნება” ლიდერობს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დათვილი უბნების მიხედვით 43,85% მიიღო.
მესამე ადგილზე კი 2%-ით ”ქრისტიან-დემოკრატები” გავიდნენ.
ხარატიშვილის თქმით, 3 719 უბნიდან ჯერჯერობით მხოლოდ 198 უბანია დათვლილი.
ხმების რაოდენობის მიხედვით, ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო 35 275 ხმა, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 29 965 ხმა.
ხარატიშვილის თქმითვე, წინასწარი შედეგების განთავსება ცესკოს სერვერის გადატვირთვის გამო შეფერხდა.
”ჩვენ ამ სცენარისთვისაც ვიყავით მზად და ამიტომ შედეგების ატვირთვა მისამართზე - results.cec.gov.ge” ხორციელდება - აღნიშნა ხარატიშვილმა.





ბეჭდვა