ენერგეტიკის სამინისტრო ახალი ინიციატივის პრეზენტაციას გამართავს
ენერგეტიკის სამინისტრო ახალი ინიციატივის პრეზენტაციას გამართავს
19:08 05.03.2012
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტრო ხვალ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად ახალი ინიციატივის  პრეზენტაციას გამართავს.
სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას USAID-ის თბილისის მისიის დირექტორი სტეფენ ჰეიკინი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი გაუძღვებიან.
ინიციატივის ფარგლებში ენერგოპოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ სემინარებიც ჩატარდება. მათში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის, ენერგომარეგულირებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტები მიიღებენ.


ბეჭდვა