ამომრჩეველთა ლიგის მიერ გამოცხადებული პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, თბილისის მასშტაბით კოალიცია „ქართული ოცნება“ 70,77 პროცენტით ლიდერობს,
რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 23,8 პროცენტით მოყვება, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჩვენებელი 1,5 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება მაჩვენებლებს ცალკეული რაიონების მიხედვით, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
მთაწმინდა - კოალიცია „ქართული ოცნება“-67,7; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-25; ქდმ - 1,3.
ვაკე - კოალიცია „ქართული ოცნება“-73,4; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-20,8; ქდმ - 1,4.
საბურთალო - კოალიცია „ქართული ოცნება“-69,3; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-22,9; ქდმ - 1,2
კრწანისი - კოალიცია „ქართული ოცნება“-77,5; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 31,6 ქდმ - 1,5
სამგორი - კოალიცია „ქართული ოცნება“-58,2; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 37,2; ქდმ - 1,9.
ჩუღურეთი - კოალიცია „ქართული ოცნება“-63,6; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 22,9; ქდმ - 1,4.
დიდუბე -კოალიცია „ქართული ოცნება“- 71,1; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 23,2; ქდმ - 1,5.
ნაძალადევი - კოალიცია „ქართული ოცნება“- 73,8; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 21,1; ქდმ - 1,6.
გლდანი - კოალიცია „ქართული ოცნება“-70,4; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-25,03; ქდმ - 1,8.
ამომრჩეველთა ლიგა რეგიონების მონაცემებს 1 საათში გამოაქვეყნებს.
