მთაწმინდის რაიონის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი არჩილ გეგენავა თავის კონკურენტს - ზაზა პაპუაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ გეგენავა თავისი „facebook“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აცხადებს.
„ზაზა პაპუაშვილს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ ღირსეულად ემსახუროს მთაწმინდას და მთაწმინდელებს, დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“ - ნათქვამია აჩილ გეგენავას ოფიციალურ გვერდზე.
