ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაშურის 6 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაშურის 6 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
02:19 02.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრით მიმართავს ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიას და ხაშურის #3, #5, #10, #19, #45 და #46 უბნების შედეგების ბათილობას ითხოვს.
საიას განცხადების თანახმად, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ უბნებზე სპეც. დანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს ასევე #26 უბნის შედეგების ბათილობას, საიდანაც დამკვირვებლები გამოაძევეს.

ბეჭდვა